Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ! (სტიპენდიის შესახებ)

ცხადდება კონკურსი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე tsiala.giorgadze@tsu.ge  30  ნოემბრიდან 06 დეკემბრის დღის 12 საათამდე.

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცალკეული ფაილების სახით:

შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);

პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);

საბანკო ანგარიშის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან  - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);

 

შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.

განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (ციალა გიორგაძე   - 595-92-93-85,  ან  597 552 592).

 

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

ზემოთ მითითებული დოკუმენტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!

განაცხადის ფორმა

რექტორის ბრძანება

დანართი 1

შეფასების კრიტერიუმები